„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა…”’- რას წერს მოქალაქე?

შოვში, სტიქიის ზონაში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი პოსტი რაჭველების შესახებ, რომლებიც ადგილზე მყოფებს დახმარებას უწევენ. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა” ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა რაჭველს, ვინც დაეხმარა. „მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა… ყოველი ლოკაციაზე შესვლის შემდეგ იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები.  შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა მოჰქონდათ წყალი თუ საკვები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ამაღამ ჩვენთან რჩებითო  უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა იმ ოჯახს ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა სულ ძალად წამოგვყარეს…

მეტი...

რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ღამით აფეთქებები იყო

რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ღამით აფეთქებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩდნა. მსხვერპლისა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დომოდედოვოში 1 კვადრატული მეტრის ფართობის ავტოსერვისი იწოდა.  

მეტი...

,,ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ”- ნანა ბაგალიშვილი

ბოლო მონაცემებით, რაჭაში განვითარებულ სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველებეი ამ დრომდე ეძებენ  10-ზე მეტ და­კარ­გულს.  გარდაცვლილთა შორისაა  დავით ბერიაშვილი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,მეგობრებო, უზარმაზარი მადლობა გამხნევებების მცდელობებისთვის. გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ. სანამ წიგნს ხელში ავიღებ, მგონია, ასე მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სოფი, გიო და დათოც, რომ ოდნავ მონორმალურო ცხოვრებას ცოტახნით დაუბრუნდებოდნენ, მადლობებს უნდა ჩამოვყვე. ჯერ აუცილებელი საჯარო გაბრაზების, მოთხოვნის და მუშაობის რესურსი არა მაქვს. ამიტომ, ჯერ მადლობები: 1. თითქმის ყველა მაშველს…

მეტი...

,,ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს”- სტიქიის ზონაში მარტოხელა დედას ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრომდე ეძებენ 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედას, სოფო ბა­კუ­რა­ძეს. სოციალურ ქსელში საზოგადოებას სოფო ბაკურაძის შვილის, 4 წლის ლუსის დახმარების თხოვნით მიმართავენ. ,,ჩვენი დახმარება სჭირდება 4 წლის ლუსის…სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლადანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი- ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს… ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა. სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა…

მეტი...

,,ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა”- მაშველი

რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველები 3 აგვისტოს შემდეგ უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ დაკარგული მოქალაქეების პოვნას.  სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, სტიქიური უბედურების ზონაში მომხდარ ემოციურ მომენტებს იხსენებს. ,,როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი… თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.  მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ. ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს… აღარ მინდა, პროფესიაში მსგავსი შემთხვევა განმეორდეს”, – აცხადებს კობა კურტანიძე.   წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

აფეთქება მოსკოვის ოლქში – ნაპოვნია 10 ცხედარი

ტელეგრამ არხი BAZA-ს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარია ნაპოვნი. მედიის ცნობით,  ტერიტორია ნანგრევებისგან სრულად გაწმენდილი არ არის, შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაღუპულებზე ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ. ცნობისთვის, გუშინ, მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე, სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, საწარმოს საწარმოო ობიექტები და შენობები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დარტყმის ტალღამ დააზიანა. ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე  ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა…

მეტი...

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში მსხვერპლით დასრულდა. მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.  

მეტი...

უზარმაზარი თაფლის სახლი ჩინეთში

მინიის მხარე პეკინის ერთ-ერთი მთიანი ზონაა, სადაც უზარმაზარი თაფლის სახლია გაშენებული და ბუნებრივ პროდუქციას აწარმოებენ. ეს არის სიმწვანეში ჩაფლული გარემო, სადაც მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის და მთელ პერიმეტრზე, მძის ძირში განთავსებულია ათასობით სკა. სწორედ ამ ზონაში ამრავლებენ ფუტკარს და აქვე შეიქმნა 26 კოოპერატივი. კოოპერატივში 800 ოჯახია გაერთიანებული და უძღვებიან როგორც თაფლის, ასევე სხვა იმ პროდუქციის წარმოებას რასაც ფუტკარი იძლევა – ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი და სხვა. პროდუქსიით კი ამარაგებენ არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ უცხოეთის ბაზრებს. აქვეა ფარმაცევტული ქარხანაც. პერიმეტრზე მხოლოდ ის მცენარეებია გაშენებული, რომელიც ფუტკრისთვისაა საჭირო, რომ თაფლი ხარისხიანი გამოვიდეს.…

მეტი...

ზაპოროჟიეზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. არის მსხვერპლი. როგორც ქვეყნის შინაგა საქმეთა მინისტრი აცხადებს,  რუსეთმა, ამჯერად შეტევა საპოროჟიეზე მიიტანა. „ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა“ – აცხადებს მინიტრი იგორ კლიმენკო. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. პარალელურად, აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის დახმარების შემცირება არც განიხილება. „ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს“ – ასეთია თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯონ კირბის განცხადება.  

მეტი...