,,აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში”- რამაზ დავლაძე შოვის ტრაგედიაზე

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს, ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, შოვის ტრაგედიას ეხმიანება.

,,არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!.. ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები! ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს! ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელ საქართველოს!,”- წერს რამაზ დავლაძე.

 

მსგავსი თემები