პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს. აქედან 4 ათასი სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი – რეზერვში დარჩება.

,,ჩვენ ჯარს მივუახლოებთ ბელორუსის საზღვარს, რათა აგრესორი შეშინდეს და ვერ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც რუსეთში მომხდარი ამბოხების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ.

მსგავსი თემები