,,სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ” – არასამთავრობოები

50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და გუშინ, 8 მაისის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. ისინი ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ:

,,ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.

თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”.

ხელს აწერენ:

  1. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  4. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  5. გერგარტი
  6. დემოკრატიის ინსტიტუტი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  8. დემოკრატიის მცველები
  9. ევროპის ფონდი
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  11. ეკო ცენტრი
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  14. თბილისი პრაიდი
  15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  16. კომლი
  17. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD
  18. მწვანე ალტერნატივა
  19. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  20. პლატფორმა სალამი
  21. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  22. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  23. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  24. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  25. საზოგადოება და ბანკები
  26. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  27. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED
  28. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  30. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  31. სასამართლოს გუშაგი
  32. საფარი
  33. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  34. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  35. საქართველოს ევროპული ორბიტა
  36. საქართველოს მომავლის აკადემია
  37. საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS
  38. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  39. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  41. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  42. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  43. უფლებები საქართველო
  44. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  45. ყვარელის ევროკლუბი
  46. შშმ ქალთა ალიანსი
  47. ცოდნის კაფე
  48. წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  49. GrlzWave
  50. Promote Georgia

მსგავსი თემები