ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 22 ივლისს სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები  უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

 

მსგავსი თემები