თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდ კომპანიაზე, მათ შორის OpenAI, Alphabet და Meta Platforms-ზე, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ნებაყოფლობითი ვალდებულება, ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ.

„ეს დამაიმედებელი ნაბიჯია, მაგრამ ერთად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ვალდებულებები ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნას და ახალი სისტემების გამოშვებამდე მათ დეტალურ შემოწმებას.

მსგავსი თემები