,,FARA-ს კანონისა და ჩანაწერების შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა.

„FARA-ს კანონისა და ჩანაწერების შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ამ მტრულ და ვერაგულ ქმედებებში როგორ იყო ჩართული სააკაშვილის ოჯახი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები