სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ მივიდა

სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე, სადაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ მივიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც მცირე ზომის კლინიკებს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს – სანებართვო პირობების შესახებ კანონი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება.

არსებული ინფორმაციით, ახალი წესები კლინიკებს უმაღლესი სტანდარტების დანერგვას მოსთხოვს, რის შესასრულებლადაც დრო საკმარისი არ არის.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროდანაც იყვნენ მიწვეული, თუმცა აზარაშვილის მოადგილე ყრილობაზე არ მივიდა, რის გამოც მედიკოსები სამინისტროს მათთან კომუნიკაციის არ ქონაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები