ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა 22 ივლისს გამთენიისას მოხდა. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მსგავსი თემები