ბჟანია და გაგლოევი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. პრეზიდენტები მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან. ,,ეხო კავკაზას” ცნობითმ, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ,,ელჩები” – ალხას კვიცინია და ზნაურ გასიევი.

ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს, პუტინის გარდა, მოსკოვში ესწრებოდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე სპეციალურად მიიწვიეს ლაოსის, გვინეა-ბისაუს და კუბის ლიდერები.

აღლუმს არ დასწრებია სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მოსკოვში გუშინ ჩავიდა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტზე, თუმცა ის აღლუმზე არ დარჩენილა. ღონისძიებაზე არ ყოფილან არც დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. იმყოფებოდნენ მხოლოდ უცხოელი დიპლომატები.

მსგავსი თემები