კინორეჟისორები წულუკიანის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ

კინორეჟისორები გაბრაზებულები არიან. ხელოვანები კულტურის მინისტრის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ.

ფავორიტ რეჟისორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, წულუკიანის თანამოაზრეებმა უკვე დაანონსეს, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გაგრძელდება.

,,ვიხილეთ კიდევ ერთი, აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. გაუგებარია, რატომ არ გვხვდება ჩვენ, რომ მოისმინოს ჩვენი ხედვებიც. არ სურს, რომ ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე, ამაში ჩართოს ყველა კინემატოგრაფისტი და არ დაუპირისპიროს კინემატოგრაფისტები ერთმანეთს “, – ამბობს კინოხელოვანი.

მსგავსი თემები