საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია – კრამონი

საქართველოში არსებულ სიტუაციას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მისი თქმით, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების ფაქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

ის სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ლევან ცუცქირიძის, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა და იქ პლაკატები გააკრეს.

,,ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ”, – წერს კრამონი.

მსგავსი თემები