მოსკოვის გარეუბანში, მამაკაცი იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა

მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ შერვუდში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი კერძო სახლში შეიჭრა, სადაც სავარაუდოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცხოვრობს.

სახლთან აფეთქების ხმები ისმის, მამაკაცსა და სამართალდამცველებს შორის სროლა გრძელდება.

,,ნაკვეთის მთელი ტერიტორია, ისევე როგორც სოფელი, გარშემორტყმულია პოლიციის მიერ. ადგილზე მუშაობს სპეცრაზმი”, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატი, ოლექსანდ ხინშტეინი.

მსგავსი თემები