საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბაგა-ბაღების მშენებლობაში 5.2 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღები არ ფუნქციონირებს

საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბაგა-ბაღების მშენებლობაში ₾5.2 მლნ დაიხარჯა, თუმცა ბაღები არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, მეჯვრისხევის ბაღის დასრულების ვადამ 5 თვით გადაიწია, თუმცა სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბერიდან მაინც ვერ დაიწყო.

“შპს “პროდიუს ინვესტმენტსთან” ხელშეკრულებები 2020 წლის 1 დეკემბერს დაიდო, სამუშაოები კი 1 წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო.

მეჯვრისხევის ბაღის დასრულების ვადამ 5 თვით გადაიწია, თუმცა სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბერიდან მაინც ვერ დაიწყო.

არ ფუნქციონირებს არც მეღვრეკისის ბაღი, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და ორი სოფლის მოსახლეობას მომსახურებოდა.

შპს “პროდიუს ინვესტმენტს” 5 მილიონზე მეტი მუნიციპალური განვითრების ფონდმა ისე გადაუხადა, რომ შესყიდვების საიტზე სამუშაოების შესრულების დამდასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ატვირთულა.

შპს “პროდიუს ინვესტმენტის” მფლობელი ამირან წკრიალაშვილია, რომელმაც 2021 წელს ქართულ ოცნებას 10 ათასი ლარი შესწირა, ხოლო მისმა კომპანიამ 2018 წლიდან ჯამში 34 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

მთავრობის მეთაური 2021 წელს ხაზს უსვამდა ამ პროექტის მნიშვნელობას საოკუპაციო ზონასთან მცხოვრებთათვის, თუმცა დოკუმენტაციაში ევროპის ბანკის პროექტის შესრულებულად მონიშვნა უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე ბაღის ამუშავება.

გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან, რომელმაც, ერთი მხრივ, კონკრეტული კომპანია ახეირა, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი პარტია”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები