მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში, ცხელი წყლის მილი გასკდა – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ინციდენტი მოხდა. მოსკოვში, კუტუზოვსკის პროსპექტზე, სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილი გასკდა.

სავაჭრო ცენტრში Vremena Goda-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად,  დაღუპულია 4 ადამიანი. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს. ევაკუაცია მილის აფეთქებიდან მხოლოდ ნახევარ საათში გამოცხადდა, სიგნალიზაცია არ მუშაობდა.

ტელეგრამის არხის „112“-ის ცნობით, დამწვრობა 50-მა ადამიანმა მიიღო. ასევე, რუსული მედიის ცნობით, ცხრა ადამიანი  ჰოსპიტალიზირებულია.

მსგავსი თემები