,,სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია” – მიხეილ ყაველაშვილი

,,საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა”. ამის შესახებ ,,ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ? როცა გლობალური ომის პარტიაზე ქილიკობენ, ეგ ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს. სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია. საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, რაში და ვის გადაუხადა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს და მზად იყოს, სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი ჯერ არ გაჩერებულა. ერთადერთი რამ, რითაც ამას წინააღმდეგობას გავუწვეთ, საზოგადოების ინფორმირებულობაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები