დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – ენმ

,,ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კლინიკაში რჩება და უტარდება კვლევები.

,,გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – წერია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი თემები