„ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არის იძულებითი” – მიხეილ სარჯველაძე

,,ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს”. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი.

„ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს. სულ მცირე მარტო იმიტომ, რომ იმ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, მანამდე რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს და პირიქით.

“სტრატეგია აღმაშენებლისთვის” რასაკვირველია, კრიტიკულად მწვავედ დგას ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხი და მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისი გადმოსახედიდან დააზღვევს მომდევნო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები