,,ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს” – ირაკლი ზარქუა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეას გამოეხმაურა.

„მე ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?! ჭიჭემ რა ამოწურა იმ „ტროიკასთან“ ურთიერთობა? ის მიაგდო და ახლა – ახალი! ესენი არიან პარტიიდან პარტიაში გადამსვლელები, მომთაბარე ტომებივით. ასე, რომ რა შედეგი უნდა იყოს?! არაფერი! ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს. გვექნება წაგებისთვის გამზადებული კიდევ ერთი პლატფორმა ჭიჭესა და ჩემი ხაბეს ლიდერობით. ესაა და ეს! გავერთოთ. წინ გვაქვს მთელი საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები