უკრაინაში, რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მოკლეს როსტისლავ ჟურავლევი, კრემლთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურავლევი სავარაუდოდ კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტმა მოკლა.

ჟურნალისტის გარდაცვალება დაადასტურა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმაც. მისი თქმით, უკრაინელების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად სხვა ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

“ყველა გვახსოვს და ყველაფერს დავიმახსოვრებთ”. – დაწერა სიმონიანმა.

მსგავსი თემები