დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის აეროდრომსა და ნავთობსაცავზე

კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ აეროდრომსა და ნავთობის საცავს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას, ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება ავრცელებს.

“კრასნოგვარდეის რაიონზე მტრის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში, დროებითი განსახლების პუნქტებში მოსახლეობის ევაკუაციის. რისკების შესამცირებლად შეწყდა ყირიმის რკინიგზაზე მოძრაობა. შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს,” – განაცხადა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა. ინფორმაცია რუსულ მედიასა და Telegram არხებზე ვრცელდებოდა, თუმცა მიზეზი უცნობი იყო.

ცნობისთვის, 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი ღერძი გადაიხარა, ხიდის ნაწილი კი დაიტბორა. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ დაზიანებების შეკეთებას რამდენიმე თვე და მნიშვნელოვანი ხარჯები დასჭირდებოდა.

მსგავსი თემები