გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა და არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპის მიმდინარეობა მიმოიხილეს. ასევე, ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.

მსგავსი თემები