სი ძინპინი ტურნეს უნგრეთში აგრძელებს

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საუკეთესოა ისტორიაში და დაიწყო ოქროს მოგზაურობა“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ტურნეს უნგრეთში აგრძელებს.

„ბოლო 75 წლის განმავლობაში ჩინეთი და უნგრეთი დარჩნენ კარგი პარტნიორები მომგებიანი თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ახალ იმპულსს მატებს გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ბოლო 75 წლის განმავლობაში ჩინეთი და უნგრეთი დარჩნენ კარგი მეგობრები და ისწავლეს ერთმანეთისგან. უნგრეთის კულტურის ცენტრი პეკინში წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს. ბუდაპეშტში ჩინეთის კულტურის ცენტრი მალე ოფიციალურად გაიხსნება. უნგრული ენის კურსები მრავალი ჩინური უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშია“ – აღიშნა სი ძინპინმა.

მისივე თქმით, პირდაპირი სამგზავრო ფრენები კვირაში ორნიშნა რიცხვს აღწევს. მიღებულია ზომები ორმხრივი მგზავრობის გასაადვილებლად, რაც არსებით შედეგებს იძლევა და  რაც უფრო მეტი გაცვლა იქნება ჩვენს ხალხებს შორის, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მეგობრობის საფუძველი.

„ამჟამად ჩინეთი და უნგრეთი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე დგანან. უნგრეთი, თავის მხრივ, ყველა ღონეს ხმარობს უფრო დიდი განვითარებისთვის. ჩემი მომავალი ვიზიტისაც, იმედი მაქვს, ვიმუშავებ უნგრელ ლიდერებთან ერთად ჩინეთ-უნგრეთის ტრადიციული მეგობრობის განახლებისთვის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ჩინეთ-უნგრეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის“ – აღნიშნა სი ძინპინმა უნგრეთში.

 

 

მსგავსი თემები