სამხრეთ აფრიკამ ICC-ის პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა.

რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად უნდა ჩასულიყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამიტს პირადად აღარ დაესწრებოდა. მის მაგივრად სამიტზე რუსეთს, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.

Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება.

სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, შესაბამისად იგი იძულებლი იქნება, რომ პუტინი დააკავოს იმ შემთხვევაში თუ იგი მის ტერიტორიაზე ჩავა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას განცხადებით, რუსეთი მათ ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პუტინს დააკავებდნენ. ამის თავიდან აცილების გამო კი პრეზიდენტმა სასამართლოს სთხოვა, რომ უფლება მიეცათ, არ დაეკავებინათ პუტინი.

პრეზიდენტის ამ თხოვნას პროტესტი მოჰყვა ადგილობრივ ოპოზიციაში. როგორც ისინი დღეს გავრცელებულ განცხადებაში ამბობენ, პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება, რომ ICC-ს პუტინის დაკავების ორდერი სთხოვოს, მათ ზეწოლის დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში, ის დააპატიმრონ.

მსგავსი თემები