რუსეთმა ომის დაწყებიდან დღევანდელ დღემდე 241 330 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 241 330; ​ტანკი – 4 140; ჯავშანტექნიკა – 8 096; საარტილერიო სისტემა – 4 629; სარაკეტო სისტემა – 693; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 448; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 310; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 944; საკრუიზო რაკეტები – 1 298; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 159; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 691.

მეტი...

23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა კრემლში გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ 6 ივლისს გააკეთა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება “ვაგნერთან” დაკავშირებული საკითხებიც.

მეტი...

ბულგარეთი უკრაინაში იარაღთან ერთად 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორს გაგზავნის

21 ივლისს ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინაში იარაღთან და სათადარიგო ნაწილებთან ერთად 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ცნობით, ბულგარეთს არ სჭირდება ჯავშანტექნიკა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ კომუნისტების დროს იყო შეძენილი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ძალებისთვის.

მეტი...

,,ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს” – ზელენსკი

,,ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს, რადგან ოკუპანტები მას იარაღის გადასატანად იყენებენ”. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ის უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა. “ქერჩის ხიდი გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და ყირიმის მილიტარიზაციისთვის. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტი აშენებულია საერთაშორისო სამართლის საზღვრებს გარეთ. ამიტომ ცხადია, რომ ეს არის ჩვენი სამიზნე. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ატარებს ომს და არა მშვიდობას, უნდა განეიტრალდეს”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

“რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა” – ზელენსკი

“რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა”. ამის შესახებ, ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,რუსულმა არტილერიამ დონეცკის ოლქის, სოფელ დრუჟბას დაარტყა. დაიღუპა 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი. რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩარივსკეში. ორი ქალი დაიღუპა, ნანგრევებად იქცა სკოლა და კულტურული ცენტრი. დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია…იქნება პასუხი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა

საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა. სასამართლოს თარიღი მოსამართლე აილინ ქენონმა განსაზღვრა. არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს სასამართლოს გამართვა 2024 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, პროკურორებს კი მიმდინარე წელს. პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად. თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად.

მეტი...

ინდოეთში მეწყერი ჩამოწვა – არის მსხვერპლი

ინდოეთის დასავლეთით, მაჰარაშტრას შტატში მეწყერი ჩამოწვა. 16 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 50. არსებული ინფორმაციით, 19 ივლისს გვიან ღამით, მეწყერმა ირშალვადში, მთიან სოფელში, უამრავი სახლი დამარხა, რის გამოც ხელისუფლებამ ამ მხარეში მასიური სამაშველო ოპერაცია დაიწყო. გარდა ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კონკანის რეგიონის შტატის, პალგარის, რაიგადისა და რატნაგირის რაიონებიდან დაახლოებით 11,500 მოქალაქეა ევაკუირებული.

მეტი...