“გერმანია და NATO პოლონეთს საზღვრის დაცვაში დაეხმარებიან” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია და ნატო-ს წევრი ქვეყნები მზად არიან, პოლონეთს მხარი დაუჭირონ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარის დაცვაში.

“თუ პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ დახმარება, მიიღებენ. ისინი არიან ნატო-ს სანდო პარტნიორები. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ”, – თქვა პისტორიუსმა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თავდაცვის ძალებმა “ვაგნერელებთან” ერთად, პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მოგვიანებით, პოლონეთმა საკუთარი სამხედრო ძალების ნაწილი ბელარუსის საზღვართან გადაისროლა.

მსგავსი თემები