,,დღეს ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,დღეს ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება – ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლება და დემოკრატია ყველასათვის,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენი გაერთიანების ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების გაძლიერების ისტორია. ეს არის ომის შემდეგ აღორძინებული გერმანიისა და იტალიის ისტორია, ეს არის ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ისტორია დიქტატურიდან დემოკრატიამდე, ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია რკინის ფარდის დაშვების შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება – ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლება და დემოკრატია ყველასათვის,”- განაცხადა ლაიენმა.

მსგავსი თემები