,,ჩემი სოლიდარობა ალექსეი ნავალნის, პუტინის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნის სოლიდარობას უცხადებს. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი დიდი სისწრაფით უახლოვდება დასასრულს.

,,ჩემი სოლიდარობა ალექსეი ნავალნის. ძალიან ნიჭიერ რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლს, ვისაც დამატებით 20 წელი შეიძლება, მიესაჯოს. ალექსეი, შენ ხარ უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ერთად აღებული ყველა შენი მწამებელი. ღრმად ვარ დარწმუნებული, და ჩემი ინტუიცია თითქმის არასდროს შემცდარა, რომ პუტინის რეჟიმი დიდი სისწრაფით უახლოვდება დასასრულს. აუცილებელია, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. არ უსმინო მათ, ვინც რუსეთში უკან დაბრუნების გამო გაკრიტიკებს. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ქვეყნებს იქ ყოფნის გარეშე, თუნდაც ეს ციხეში უდიდეს განსაცდელს ნიშნავდეს,”- წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები