25 ივლისს, აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს

სამშაბათს, 25 ივლისს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.

პაკეტში შედის Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ნაღმების გასაწმენდი მოწყობილობა, საბრძოლო მასალა ეროვნული გაძლიერებული ზედაპირული-ჰაერი სარაკეტო სისტემებისთვის, საბრძოლო მასალები მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, მათ შორის TOW და Javelin, ასევე საბრძოლო მასალები პატრიოტის საწინააღმდეგო სისტემებისთვის და სხვა.

როგორც მედია აღნიშნავს, დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ის შეიძლება შეიცვალოს.

ცნობისთვის, ახალი პაკეტი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული 43-ე დახმარების პაკეტი იქნება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

მსგავსი თემები