მოლდოვა საქართველოს მოუწოდებს სააკაშვილთან დაკავშირებით ზომები მიიღოს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მოლდოვის საგარეო მინისტრის განცხადებას აკეთებს. დიპლომატი ნიკუ პოპესკუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

„შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, – აცხადებს საგარეო მინისტრი.

მსგავსი თემები