ვინ დაესხა თავს მიშა მშვილდაძეს? – “ფორმულას” განცხადება

ტელეკომპანია “ფორმულას” განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

,,უტყუარად დადასტურებულია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირი არის სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე. ის სუსში რამდენიმე თვეა მუშაობს და “ფორმულას” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მუმლაძე უწყებაში მისმა ნათლიამ, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, ლევან ახობაძემ გადაიყვანა.

რაც შეეხება მუმლაძის მამას, ზურაბ მუმლაძეს, ის 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა,”- აცხადებენ ფორმულაში.

ცნობისთვის,  27 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მომხდართზე  გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები