,,ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს კვლევას ეხმიანება რომლის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არ ტარდება რეპრესიული პოლიტიკა  და  უსამართლო პატიმრები არ არიან საპატიმროებში.

,,მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი პოლიტიკის შედეგი, მაგალითად, რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება. ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოში არ ტარდება რეპრესიული პოლიტიკა  და ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს საპატიმროებში. ეს არის მთავარი ფაქტი. ამიტომ არის ჩამოსული 25 ათასიდან 9 ათასამდე პატიმრების რაოდენობა. რაც უფრო მეტად შემცირდება, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით ეს მაჩვენებელი შემცირდება”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები