ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის – ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველოს ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე.

მისივე თქმით, სანციებზე მიერთება პირველივე წელს გამოიწვევდა ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირებას.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მარტო პირველივე წელს გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია და თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია, ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები