მობრძანდებით და იმუშავებთ, შვებულება არ გექნებათ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

,,მობრძანდებით და იმუშავებთ, ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვეწებოდით ხოლმე რაღაცა შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ,”- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” აღმსარულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თავდაცვის კოდექსის განხილვის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, საქართველოში უმრავლესობიდან საკმარისი დეპუტატი არ იმყოფება, რის გამოც დამოუკიდებლად კვორუმს ვერ შექმნის.

,,ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, მხოლოდ უმრავლესობამ რომ შექმნას დღეს კვორუმი. ამის შესაძლებობა არ იძლევა, ფრანკოფონის ღონისძებაზეც არის დღეს ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, მცდელობასაც ვერ შევძლებთ იმისას, რომ ჩვენ დღეს კვორუმი შევქმნათ მარტო უმრავლესობით. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას ეძახდნენ „საბოტაჟს“ და კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს ყოფილა საპარლამენტო ინსტრუმენტი და გამოიყენეს ეს ინსტრუმენტი. ეს იქნება აგვისტოს რისხვები თუ ივლისის ბოლო რიცხვები, მობრძანდებით და იმუშავებთ, ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვეწებოდით ხოლმე რაღაცა შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით, როცა შევიკრიბებით, მაშინ მობრძანდებით და იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო მუშაობა, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები