„ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და მხარდამწერებს მადლობას უხდის.

„ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა.

საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არა მხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. იმედია ყველაფერი ანაზღაურდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ “ვივამედთან” მოვიდა. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები