ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 10-12 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა ამწე კალათის დახმარებით ჩამოიყვანეს 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვახტანგ გორგასლის N 37-ში, 10-12 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა ამწე კალათის დახმარებით ჩამოიყვანეს და მათზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები