საქართველოს მიმართ მორალისტობას როცა იწყებენ, ახსოვდეთ, რომ რუსეთთან სამი ომი გვქონდა – შალვა პაპუაშვილი

,,როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა. დღეს ნატო-ს ქოლგით თბილად არიან დაფარული და როცა აქეთ მორალისტური პოზიციებით გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება“,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციის მიზანია უფრო მეტად სხვისი დაზიანება, ვიდრე თავად სანქციის მიმღები.

„ახლახან სანქციების მე-11 ეტაპი იყო. ვნახეთ, სანქციები თავიდან მცირე საკითხებს ეხებოდა, ახლა ნელ-ნელა იმატებს. ყველამ გაიხსენოს, სანქციებზე რა დისკუსიები მიმდინარეობს, ეს პროცესი ევროკავშირში ღიაა. ინტერესებია და ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად და ჭარბად არ დააზიანებს თავად სანქციების შემომღებ ქვეყნებს. სანქციის მიზანია უფრო მეტად სხვისი დაზიანება, ვიდრე საკუთარი თავის. რა თქმა უნდა, ზიანს ყველა იღებს, მაგრამ ლოგიკაა, უფრო მეტად სხვა დაზიანდეს, ვიდრე საკუთარი თავი. დღესაც, უკრაინის გავლით, მხოლოდ ერთი მილით, რომელიც უკრაინაზე გადის, ევროკავშირი ბუნებრივ აირს იღებს და რუსეთს ყოველ დღე 20 მლნ ევროს, თუ დოლარს უხდის. ზოგს იმის გადაანგარიშება რომ უყვარს, ომი ფინანსდება თუ არა, 20 მილიონი ოთხი-ხუთი ტანკია და ეს საკითხი ასე დათვალონ, თუ ვინმეს ეს საკითხი აინტერესებს. როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ ქართველი, თუ უცხოელი აქტორები, ასეთი მორალისტობისას ჩვენი პასუხი გვექნება. რუსეთში ქართული ღვინო რომ გადის, ჩვენ გვეუბნებიან, ამ ომში თითქოს საქართველო ხელს ითბობს. შარშან მხოლოდ სამ თვეში ლატვიიდან რუსეთში იმდენივე ღვინო და ალკოჰოლური სასმელები შევიდა, რაც მთელი წლის განმავლობაში საქართველოდან,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები