ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც არაა რუსეთი – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო. მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი.

,,ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ  უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ ჩვენ ასევე უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები