პოლონეთში, კოსმეტიკური საშუალებების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კოსმეტიკური საშუალებების ქურდობაში ეჭვმიტანილი 34 წლის ქართველი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ქართველმა სუნამოები, კრემები, ბალზამები და საპარსები მოიპარა, რაც მოგვიანებით გაყიდა.

მოპარული საქონლის ღირებულებამ 7000 ზლოტი შეადგინა.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები