,,უკრაინელებისთვის, სააკაშვილი თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა”- ანა წითლიძე

,,უკრაინელებისთვის და არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, სააკაშვილი არის თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორი მესიჯი იყო უკრაინის პრეზიდენტისგან, რომ აქართველოს ხელისუფლების ხელით რუსეთი აწამებს მიხეილ სააკაშვილს.

„აბსოლუტურად ლოგიკური იყო პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჰქონდა არაერთი მცდელობა საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რიტორიკას ომში მყოფი ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ ომის დაწყების პირველივე დღიდან, რუსულ ოცნებას ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ უნდა უკვირდეს. უკრაინელები და უკრაინის ხელისუფლება არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები და მეგობრები. ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც არის,”- განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები