,,ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრებს გამოეხმაურა. ხაბეიშვილი დიპლომატიურ კორპუსს რეაქციისკენ და ფაქტისადმი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებს.

,,უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია, ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს, ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება. კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში.

ფორმულას ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და გამოძიებულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე. ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით, მაგრამ ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა. მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს ჰქონდეთ რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს.” – წერს ხაბეიშვილი.

 

ვინ დაესხა თავს მიშა მშვილდაძეს? – “ფორმულას” განცხადება

მსგავსი თემები