ზელენსკიმ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ოფიციალურად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოფიციალურად დანიშნა.

გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. იქამდე კი ზელენსკიმ ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ზალუჟნი ელჩის მოვალეობის შესრულებას.

მსგავსი თემები