,,ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა”- ალეკო ელისაშილი

„მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ”მაგარ ტიპად” მიაჩნია, თუმცა მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა. ელისაშვილი თქმით, ზელენსკის არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება. „ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა. კაცი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ წაიკითხავ, ეს არ უნდა გააკეთო, რადგან დიპლომატიურ ენაზე ელჩის გამოწვევის შემდეგ, ომი იწყება და ეს რაში სჭირდება არ ვიცი. რაში სჭირდება? – როგორც ჩანს, არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით…

მეტი...

,,გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია. ,,აღარ არის უკვე საინტერესო, იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება.  აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი  შეურაცხმყოფელი, დასანანი და სამწუხაროა. „ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების…

მეტი...

,,საგანი – ”აფხაზი ხალხის ისტორია” წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად  აღიარების აკადემიურ წინაპირობას”- ცირა ბარამიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კავკასიოლოგმა ცირა ბარამიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, უნივერსიტეტში საგნის –  „აფხაზი ხალხის ისტორია” სასწავლო პროგრამაში შეტანაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საგანი წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის   დამოუკიდებელ   სუბიექტად      აღიარების აკადემიურ წინაპირობას და შეიცავს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ეროვნული მნიშვნელობის საფრთხეს. ,,ნებისმიერ საგანს აკადემიური წინაპირობა გააჩნია, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: ეს არის, როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო. არც სამეცნიერო და არც სასწავლო კომპონენტებით, ამ საგნის შემოტანა გამართლებული არ არის. პრობლემა არის ის, რომ აფხაზეთის ისტორია გახლავთ საქართველოს ისტორიის, როგორც სასწავლო პროგრამის ნაწილი, განათლების სამივე საფეხურზე. გამომდინარე აქედან, ის არ…

მეტი...

შვილი, რომელმაც მამა მოკლა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას – 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის…

მეტი...

„პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ გადატრიალების მცდელობამ აჩვენა რუსეთში არსებული რეჟიმის სისუსტე. მისი თქმით, ”ვაგნერის” ამბოხმა აჩვენა, რომ ეს სახელმწიფო ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. „პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა დაქირავებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რეგულარულ სახელმწიფო ჯარს, აჩვენებს პუტინის რუსეთის პათოლოგიის მასშტაბებს“, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

ჯო ბაიდენს სურს ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი  ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

,,ტელეგრაფის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი  ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. გამოცემის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფონ დერ ლაიენი, რომ გახდეს სტოლტენბერგის შემცვლელი, რადგან შიშობს, რომ შესაფერისი კანდიდატი მომდევნო 12 თვეში არ გამოჩნდება. გამოცემის წყაროს განცხადებით, ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაშიმჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს, რაც ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით. სამშაბათს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ იენს სტოლტენბერგს, რომელიც 2014 წლის ოქტომბრიდან გენერალური მდივანი იყო, ალიანსს 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს ერთი წლით.

მეტი...

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა სომხეთი – საქართველოს საზღვრიდან  2კმ-ში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 4 ივლისს, 08:04 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

Georgian Airways 5 ივლისიდან თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს – რუსული მედია

5 ივლისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იწყებს ფრენებს თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად შესრულდება ოთხშაბათს და შაბათს.  ბილეთების ფასი დაახლოებით 535 დოლარია. როგორც,  TASS-ი წერს, ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზების ფრენების აკრძალვა.

მეტი...

,,გვარამიას მაგრად ეშლება, შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა, ოღონდ ციხიდან გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა!,”- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, ნიკა გვარამიაა  ”იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა.” ,,გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა! და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში. შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის, თითქოს მესიაა – მასზე…

მეტი...

უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ – ოლაფ შოლცი

უკრაინის ჯარები “ჯერჯერობით ძალიან მკაფიოდ და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა  ბერლინში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან მარსელ ჩოლაკუსთან ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები „ძალიან მიზანმიმართულად“ გეგმავენ ოპერაციებს. ,,გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი,” – განაცხადა შოლცმა. კანცლერის განმარტებით,  სანამ უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმები “სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას” მოიცავს.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე,   ლურჯი მოცვის  ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში,   ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. ,,მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს –  კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები. ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია – ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG)  და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების…

მეტი...

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“- სალომე სამადაშვილი

,,ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით,”- ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია. „ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით. ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო – ზოგს მაინც ეიმედება კანდიდატის სტატუსის მიღება. გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით  231 700 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით  231 700 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 231 700; ​ტანკი – 4 062; ჯავშანტექნიკა – 7 917; საარტილერიო სისტემა – 4 288; სარაკეტო სისტემა – 656; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 395; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 309; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 614; საკრუიზო რაკეტები – 1 264; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 865; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 598.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია; შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. სამინისტროს ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ,,სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის…

მეტი...

,,რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. მისი თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს,  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან  დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა უბიძგოს კრემლსახალი ბოროტების ჩადენისკენ. „გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ მათ აქვთ სხვა სცენარი? ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

კახეთში, შვილმა მამა მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში შვილმა მამა მოკლა . 20 წლის შვილმა მამას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა დანაშაული მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით,  მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  

მეტი...

,,რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე?”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე კლინიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – წერს ნინო ნადირაძე.

მეტი...

შესაძლოა, საჭირო გახდეს სოციალურის ქსელის რეგულირება ან გათიშვა – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ქვეყნის მერებთან შეხვედრისას, პოტენციურ ზომებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას. მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიუთითა სოციალური ქსელების როლზე ნაჰელის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში მომხდარ არეულობებში, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა ამ თემაზე 220 მერთან შეხვედრაზე, „ჩვენ უნდა გვქონდეს რეაგირება სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში… აკრძალვებზე, რომლებიც უნდა დავაყენოთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა. ვფიქრობ, ეს არის დებატები, რაც უნდა გვქონდეს, ცივი გონებით. რადგან, როდესაც ის ხდება შეკრების ან მოკვლის მცდელობის იარაღი, ეს რეალური საკითხია“, – განაცხადა მაკრონმა.  

მეტი...