,,დნმ-ანაწმენდები დაობებულია”- გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა

დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან აღებული დნმ-ანაწმენდები დაობებულია.

გარდაცვლილის ოჯახი სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომ აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყოს.

,,სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები. შემდგომ ეს დნმ-ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, ეს პაკეტი არის გახსნილი, არაშეფუთულ მდგომარეობაშია და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდი ამ დროს ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი შემდგომი კვლევებისთვის, რაც საქმეს ძალიან უკან ხევს. ეს არის სამართალდარღვევის პირდაპირი მინიშნება. ეს მოხდა განზრახ თუ შემთხვევით, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, ამას ვითხოვთ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. მე ამას დანაშაულს ვარქმევ და არ ვარქმევ გაუფრთხილებლობას. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში. ვითხოვ გამოძიების დაწყებას ამასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, როდის დაზიანდა და რა დროს მოეკიდა ობი”,- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

მსგავსი თემები