საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება. შვილებს ენატრებოდი… ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს. შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში. ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

მსგავსი თემები