,,არახამიას არ აქვს სამშობლო – ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ, დავით არახამიას სამშობლო არ აქვს. მისი თქმით, არახამია ვერანაირად ვერ იქნება ღირებული.

,,რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით, უკრაინის მიმართ ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა მე დეტალებში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები