,,და-ძმა ჩხეიძეებმა სხვის მაგივრადაც მაიჭირეს ხელი და ეხმარებოდნენ ქოცებს კვორუმის შექმნაში”- იაგო ხვიჩია

პარლამენტში, კვორუმის არ ქონის გამო, რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გახსნისთვის კი 76 დეპუტატი არის საჭირო.

ოპოზიციამ რეგისტრაცია არ გაიარა, ხოლო უმრავლესობიდან სამკარისი რაოდენობის დეპუტატები არ იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში.

როგორც ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს,  როსტომ ჩხეიძე კვორუმის შესაქმნელად ხმას ოპოზიციონერი კოლეგების ნაცვლად აჭერდა ღილაკებს ხელს.

,,აღმოჩნდა რამდენიმე ოპოზიცონერი, რომლებიც ჯერ საერთოდ არ იყვნენ დარბაზში, მაგალიტად, ბატონი ნიკა მაჭუტაძე საერთოდ არ იყო, ბატონი გუბაზ სანიკიძე საერთოდ არ იყო, თუ არ ვცდები, არც ქალბატონო თაკო ჩარკვიანი არ იყო, და-ძმა ჩხეიძეებმა, ჩვენი ეჭვით, და ახლა ამას ამოვიღებთ და დავადასტურებთ, სხვის მაგივრადაც მაიჭირეს ხელი და ეხმარებოდნენ ქოცებს კვორუმის შექმნაში. პროფესორი კაცი, ღვაწლმოსილი ადამიანი და თაღლითურად, სხვა ადამიანებს ღილაკებს აწვება ხელს და ამით ქოცებს კვოტას უვსებს. გავარკვიოთ, ვინ არის ქოცი მართლა და ვინ არის ოპოზიცონერი და მორჩეს ეს პკულაცია. თაკო ჩარკვიანი სხვას რომ აბრალებს ქოცობას და სუსის აგენტობას, აგერ, როცა მთელი ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კვორუმი ჩაგვეგდო და კვორუმი მართლა ჩავვარდა, ეს ქოცებთან შეკრული ხალხი გამოვიდა და სხვის მაგივრად აწვებოდა,” – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველს.

 

მსგავსი თემები