პრიგოჟინს ჩამორთმეული ფული და ნივთები დაუბრუნეს

„ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს  სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს.

რუსული სააგენტო „ფონტანკას” ინფორმაციით, პრიგოჟინი 4 ივლისს თავად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და შოიგუს  ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა.

მათივე ცნობით,  2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს.

როგორც სააგენტო იუწყება, ოფიციალური პროცედურა დიდხანს არ გაგრძელებულა და პრიგოჟინმა ქვეყანა დატოვა.

მსგავსი თემები