ჭრილობები სხეულზე და ჩაქუჩის თავში ჩარტყმა – მამაკაცი ახლადმოყვანილ მეუღლეს სასტიკად გაუსწორდა

ახალგაზრდა ქალს სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს მიყენებული. მაუღლემ მას ჩაქუჩით ტრამვა თავის არეშიც მიაყენა. მამაკაცმა ახლადშერთული მეუღლე სასტიკად აწამა. ჯერ სცემა, შემდეგ კი 30 ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.  112-ში მეზობლებმა მას შემდეგ დარეკეს, რაც ქალის კივილი გაიგეს.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას კი საკუთარი კოლეგა საშინლად ნაწამები დახვდა. „კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცი ადრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.  მაუღლე კი რამდენიმე თვეა შეირთო.

ნაწამები ქალი გადარჩა, თუმცა, მისი მდგოარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩება.

მოძალადე 44 წლის მამაკაცი კი დაკავებულია.

 

მსგავსი თემები