ვილნიუსში ნატოს სამიტის გადაწყვეტილება უკრაინელებს იმედი არ გაუცრუებს – გიტანას ნაუსედა

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე  უკრაინის წინაშე ისეთი ვალდებულებების შეთანხმება მოხდება, რომელიც მას იმედს არ გაუცრუებს.

ლიტვის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმრი ზელენსკი, ვილნიუსში ჩასვლის შემდეგ, „აუცილებლად მიიღებს, ალბათ არა ყველაფერს, რასაც ელოდება, მაგრამ აუცილებლად მიიღებს ბევრს“.

„მაქვს განცდა, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით იმ ფორმულირებებს, რომლებიც არ გაუცრუებს იმედს უკრაინელებს და იმაზე მეტს იტყვიან, ვიდრე ჩვენ შეჩვეულები ვართ“, – დასძინა ნაუსედამ.

მისი თქმით, წარმატება ნიშნავს, თუ სამიტის მონაწილეები იტყვიან იმაზე მეტს, ვიდრე 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე. მან განმარტა, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში ჩავლენ თავიანთი დამატებითი მხარდაჭერის პაკეტებით.

მსგავსი თემები